|
2016-09-13 18:16:53, 813 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დღეს ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც დაიბარეს და უთხრეს, რომ განახორციელოს მისთვის არასასურველი პროექტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა მომავალი 4 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები ეკონომიკის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან გარღვევას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობას ისახავს მიზნად. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მთავრობის ცენტრალური ფიგურა ადამიანია და მისი ღირსება, უფლება, იყოს თავისუფალი, ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და არავინ ახორციელებდეს მასზე არანაირ ზეწოლას, უზენაესია. „დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, თუ სხვაგან და უთხრეს, რომ განახორციელოს მისთვის არასასურველი პროექტი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ მსხვილ, თუ წვრილ ბიზნესმენს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამგვარი ზეწოლის ობიექტი გახდა. ეს ყველაფერი დიდი მონაპოვარია და ამყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რაც სწრაფი ნაბიჯებით განხორციელდება. ასევე, გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)