|
2016-09-13 16:45:25, 797 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: საკონსტიტუციო კომისიაში კვორუმის არარსებობის გარდა, სხვა პრობლემებიც იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილისგან კომისიის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის მან მადლობაც კი მიიღო. „მე დავით უსუფაშვილისგან პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა მივიღე. თუმცა, საკონსტიტუციო კომისიაში კვორუმის არარსებობის გარდა, სხვა პრობლემებიც არსებობდა. კომისიის მუშაობისას არასწორი სტრატეგია იქნა არჩეული. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჯერ ყველა ცვლილების მომზადებულიყო და შემდეგ მომხდარიყო მათი ინიცირება. ეს სტრატეგია მცდარი იყო. სანამ ყველა ცვლილება მომზადდებოდა, დრო გაიწელებოდა და საარჩევნო კამპანიის მოალოებასთან ერთად კონსტიტუციური ცვლილების განხორციელება გაჭირდებოდა. თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლიდით, შესაძლოა, კომისიის მუშაობა ასე უფრო ეფექტური ყოფილიყო“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისია კვორუმის არარსებობის გამო ვერ ფუნქციონირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)