09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 15:30:31, 653 ნახვა

პოლიტიკა
შოთა ხაბარელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს.

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იგი  ლილოს დასახლებაში, მე-4 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობასთან სოციალურ პროგრამებზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე, პროფესიულ განათლებაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ  C  ჰეპატიტის მკურნალობის პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე, ასევე სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობის ძირითადი დაინტერესების საგანს კორპუსებთან მისასვლელ გზებზე გარე განათების დაყენება და  უმუშევრობა წარმოადგენდა.

დეპუტატობის კანდიდატმა პირადად მოისმინა შეხვედრაზე მისული ბავშვების თხოვნა, რომლებსაც ფეხბურთის მოედნის მოწყობა სურდათ.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია თითეული თქვენთაგანის აზრის გაგება, ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა, თქვენი არცერთი პრობლემა არ დარჩება ყურადღების გარეშე“,-  განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics