|
2016-09-13 11:18:56, 1344 ნახვა
სამართალი
სასამართლო დღეს ”თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოს” სარჩელს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" სარჩელის განხილვა გაიმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სარჩელის განხილვა 14:00 საათზე დაიწყება. სარჩელს მოსამართლე, ეკატერინე ჯინწარაძე განიხილავს. ”მრეწველები” ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პარტიებს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის თქმით, „მრეწველების" რეგისტრაციიდან მოხსნა ბევრის ინტერესებში შედის. ის არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ხელისუფლებაც იყოს. ზურაბ ტყემალაძე სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრასაც აპირებს. შეგახსენებთ, ცესკომ ბლოკს ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)