|
2016-09-12 17:51:17, 624 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ადგილობრივი მცხოვრებლები, მცენიერები, მეუფე დავითი (ალავერდელი), სამთავროს ტაძრის სასულერო პირები. შეხვედრაზე ისაუბრეს მცხეთაში 2012 წლამდე განხორციელებულ პროექტებზე, რის გამოც მცხეთა იუნესკო-მ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს სტატუსი აღდგენილია. „მცხეთა არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და მასზე თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. რაც ხორციელდებოდა მცხეთაში, აღარასდროს აღარ განმეორდება. მცხეთელებს ვპირდები, რომ ის შეუსაბამო პროექტები, მაგალითად ხიდი, კანალიზაციის კოლექტორი, რომლის გაკეთებაც საბედნიეროდ სააკაშვილმა ვეღარ მოასწრო, მომავალში არც კი განიხილება”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების მუშაობის შედეგია, რომ მცხეთა იუნესკო-ს კულტურული ძეგლების სიაში დაბრუნდა. „ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და ამ პროგრამის ერთ-ერთი პროექტი არის საფეხმავლო ხიდის აღდგენა, რომელიც მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან აკავშირებდა. ეს ხიდი ხელს შეუწყობს რელიგიური ტურიზმის განვთარებას მცხეთაში. როდესაც საპატრიარქოში ეს პროექტი გამაცნეს, ძალიან მომეწონა. ვპირდები მცხეთელებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე დღიდან, თუ მე კვლავ არჩეული ვიქნები, ეს პროექტი, სხვა პროექტებთან ერთად, აუცილებლად განხორციელდება. მცხეთა არასოდეს აღარ დაბრუნდება წარსულში. მას მიეცემა როგორც განვითარების პერსპექტივა, ასევე შევინარჩუნებთ ძველ ღირსებას”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ამასთან, როგორც მეუფე დავითმა (ალავერდელი) აღნიშნა, საუბარი არ არის იმაზე, რომ მცხეთა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ადგილსამყოფელი უნდა იყოს, პირიქით, მცხეთაში განსახოეცილებელ ყველა პროეტს პროფესიონალიზმით და დიდი ოსტატობით უნდა მიდგომა. „დიმიტრი ხუნდაძემ გვიჩვენა პროექტები, რომელიც უკვე აშენებულია ამ ქალაქში. სწორი გადაწყვეტაა, ყველა დიდი პროექტი გატანილია ძველი მცხეთიდან, არ დაირღვეულა კულტურული ძეგლის სახე და ქალაქსაც დიდი განვითარების პერსეპქტივა მიეცა. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს. ვიმედოვნებთ, რომ ის პროექტები, რომელიც შეჩერდა 4 წლის წინ, არასოდეს აღარ აღსდგება, რადგან ამ პროექტებმა ჩვენ მცხეთა დაგვაკარგვინა. ჩვენი ეკლესიის და ხელისუფლების მონდომებით, მცხეთა დაუბრუნდა იუნესკო-ს ნუსხას, თუმცა ბრძოლა მცხეთის გადასარჩენად გრძელდება. შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ყველაზე აღმატებულია ის, რასაც ჩვენს შთამომავლობას დავუტოვებთ“,-აღნიშნა შეხვედრაზე მეუფე დავითმა (ალავერდელი). (NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)