09:44 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 13:21:53, 726 ნახვა

საზოგადოება
ივანიშვილი: უნდა გავამკაცროთ კანონები კაზინოების მხრივ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით

სიამოვნებით ავკრძალავდი აზარტულ თამაშებს, მაგრამ ეს ყველაფერი ეკონომიკაა, - ამის შესახებ  საქართველომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, კაზინოს ქვეყნის განვითარებაში თავისი ადგილი აქვს.

მისივე თქმით, არასრულწლოვნებზე კანონი უნდა გამკაცრდეს.

"მაქვს იდეა, რომ კაზინოებში ადგილობრივებიც არ შეუშვათ. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და კაზიენობის არსებობა ტურისტების დინაბას ხელს უწყობს. ეს ფაქტია, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვუარყობთ. მახსოვს, როცა მქონდა ერდოღანთან პირველი შეხვედრა, მთხოვა იქნებ საქართველოში კაზინოები დაგვეხურა, რადგან თურქეთიდან ჩამოსული ძალიან ბევრი ადამიანი უბედურდება.

რა ვქნათ ეს ბიზნესის ერთ-ერთი სახეა და ხალხს ეს მოსწონს. შესაბამისად, უნდა მივხედოთ კანონმდებლობას. არასრულწლოვნებზე კანონები უნდა გამკაცრდეს. უნდა გაკონტროლდეს და დაიხუროს ყველა კაზონი, რომელიც არასრულწლოვანს შეუშვებს. გავამკაცროთ კანონები კაზინოების მხრივ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით", - განაცხადა ივანიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics