|
2016-09-12 12:07:33, 739 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე წეროვანის დევნილთა დასახლებაში კახა კალაძემ წარადგინა
წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა. დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად წეროვანში ჩავიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და სხვა საზოგადო სახეები. დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად 1000-მდე ადგილობრივი მოსახლე გამოვიდა. კახა კალაძემ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და ამომრჩეველს ოცნებისა და მისი კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო მოღვაწეობაზე ისაუბრეს სოზარ სუბარმა, გიორგი ვოლსკიმ და ზაქარია ქუცნაშვილმა. განსაკუთრებით კრიტიკული იყო ზაქარია ქუცნაშვილის გამოსვლა, რომელმაც ხუნდაძის ოპონენტზე, ცეზარ ჩოჩელზე ღიად ისაუბრა და დევნილებს შეახსენა გასული წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული საქმეები, განსაკუთრებით, ახალგორის დაკარგვა და მცხეთის გაყიდული მიწები. ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე ლიახვის ხეობის მკვიდრმა გურამ ვახტანგაშვილმა, რომელმაც ახალგორელებს და ხეობელებს „ქართული ოცნების“ და დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბოლოს, ამომრჩევლის წინაშე წარსდგა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 4 წლის განმავლობაში კონკრეტულად წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული პროექტები. ასევე, წარმოადგინა საკმაოდ გრძელი სია იმ დაპირებების, რასაც მომავალ 4 წელიწადში განახორციელებს. დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან სუფთად გაიარა სადეპუტატო პერიოდი და თავისი დაპირებების 90%-ზე მეტი აასრულა.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)