09:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 11:46:41, 550 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი სოფელ ფოლადაურის მოსახლეობას შეხვდა

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი  ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობასა და მათი პრობლემების მოსმენას განაგრძობს.

 ამჯერად,იგი სოფელ ფოლადაურის მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად შეხვდა.

გოგი მეშველიანმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „განხორციელებული ცვლილებებითა და პროგრამებით, ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა , რომ ადამიანური, პრაგმატული , თითოეული მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შესაძლებელია. ჩვენ ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ, საფუძველი ჩავუყარეთ წინსვლას. „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა.  თავისუფლების გარეშე არ არსებობს მდგრადი და განვითარებული ეკონომიკა, არ ჩნდება ინოვაციური იდეები . მხოლოდ თავისუფალი ხალხი აშენებს ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას და ქმნის კეთილდღეობას“,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics