|
2016-09-12 09:44:03, 624 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გივი მიქანაძე წარუდგინა. მღებრიშვილმა აკადემიის რექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან ერთად შსს-ს აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის პოლიციელთა განათლება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი რექტორი შსს-ს აკადემიის განვითარებას და რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს წარმატებით გააგრძელებს. გივი მიქანაძემ შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება: შსს-ს აკადემიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შექმნა; ინოვაციური მეთოდოლოგიისა და ახალი პროგრამების დანერგვა; საგამომცემლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. სამართლის ექსპერტი გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, სისხლის სამართლის თანამშრომლობის დეპარტამენტში, მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის დოქტორანტი და ესექსის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სამართლის მაგისტრია. გივი მიქანაძე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის ავტორია.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)