08:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 17:50:39, 738 ნახვა

პოლიტიკა
მუხრან ვახტანგაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ქ ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე და    ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე წინასააჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ.

დეპუტატობის კანდიდატები ამჯერად კობალაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.

„ჩვენ აქტიურად ვმართავთ წინასაარჩვენო კამპანიას, მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას მმართველი გუნდის მიერ განვლილი 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე რას ვგეგმავთ  მომდევნო წლებში. ჩვენ მიგვაქვს ამომრჩეველთან ყველა ის გზავნილი რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ყველა ეს დაპირება უახლოეს წლებში შესრულდება“- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა მოსახლეობასთან  შეხვედრისას.

„ქართული ოცნების მიზანია უმოკლეს ვადაში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, განვითარების საფუძველი კი ძლიერი ეკონომიკაა.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს გუნდს კონკრეტული გეგმა გააჩნია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს“- განაცხადა ქ. ბათუმის 70-ემაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ ამორჩეველთან საუბრისას.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics