|
2016-09-11 10:55:23, 635 ნახვა
საზოგადოება
მარტვილის კანიონს 2 თვის განმავლობაში 40 000 ვიზიტორზე მეტი ექსტუმრა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს მარტვილის კანიონზე უმასპინძლა. მედიის წარმომადგენლებმა კანიონზე ახლადაშენებული ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს. ჟურნალისტები დადიანების ბილიკის გავლით ისტორიულ კიბეზე, გადასახედებზე და საბანაო „ოფუცხოლეზე“ იმყოფებოდნენ. ტურის ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა მინისტრთან ერთად კანიონზე ნავებით გაისეირნეს. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ბილიკები და ნავმისადგომი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 1 223 907 ლარი დაიხარჯა. კანიონზე ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აქუციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესვით გადაეცა შპს „ოფუცხოის“ რომელშიც 80-მე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული. "2010 წლამდე კარგი საბანაო ადგილი იყო. 2012 წლიდან მოსახლეობამ დაიწყო ნავებით მომსახურება. შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ მათ გაერთიანება. ახლა კულტურულად ყველა წესების დაცვით ხორციელდება მომსახურება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ადამიანებს არ სჯეროდათ ჩვენი. ფიქრობდნენ, რომ გავყრიდით მათ. როცა შევთავაზეთ, გაეკეთებინათ შპს, პროცესი გაიწელა თვეების განმავლობაში. უმძიმესი პროცესი გავიარეთ და ეს იქნება კარგი მაგალითი პოზიტიური თანამშრომლობისა საზოგადოებისა და სახელმწიფოს თვალსაზრისით",-აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონს 2 თვის განმავლობაში 40 000 ვიზიტორზე მეტი ექსტუმრა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)