|
2016-09-10 22:32:12, 961 ნახვა
საზოგადოება
საქართველო თამაშობს ფეხბურთს!
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში! საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ატარებს ყველაზე მასშტაბურ, უპრეცენდენტო ოფიციალურ ტურნირს - მოყვარულთა თასის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500 მოყვარული ფეხბურთელი.მოყვარულთა თასიჩატარდებაოლიმპიურისისტემით, სამეტაპად - მუნიციპალური, რეგიონულიდაფინალური. პროექტის მიზანია ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა; მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარები სხელშეწყობა; საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA REGIONS’CUP-ზე. საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, სამეტაპად - მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. საქართველოს თასის ფინალური ეტაპი ჩატარდება თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 გუნდი. ჩემპიონატი სტარტს 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუში, ცენტრალურ სტადიონზე აიღებს, რომლის ოფიციალური გახსნა 15:30 საათზე შედგება.მოყვარულთა თასის გახსნის მატჩს დაესწრებიან საპატიო სტუმრები: ლევან კობიაშვილი -საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;დავით მუჯირი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;ნიკოლოზ ჯღარკავა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი;გიორგიახვლედიანი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციებთან ურთიერთობის მთავარი კოორდინატორი. ასევე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები, მათ შორის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)