|
2016-09-10 14:48:47, 1656 ნახვა
სამართალი
ვენეციის კომისია: სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან
ვენეციის კომისიის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰერდის თორგეირსდოტირიმ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავის საქმიანობაში. "ვენეციის კომისიის შესაფებით, საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლა, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან. ეს კი, პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას.ვენეციის კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავის საქმიანობაში, ვინაიდან სკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში არის უმაღლესი სასამართლო ინსტიტუტი, გარანტორი ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დაცვის. ამიტომ მივიჩვნევთ, რომ კრიტიკულად მნიშნელოვნელოვანია, მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა. განხორციელონ მართლმსაჯულება ზეწოლის გარეშე", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)