|
2016-09-10 12:11:50, 1086 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისათვის აღნიშნული ინსტიტუტის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მარგველაშვილის განმარტებით, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა, სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომლებიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. "მე ვფქირობ, რომ შეცდომები ან აგრესია, რომელიც გამოვლინდა, გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა, სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომლებიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან თქვენ გქონდათ დაცულობის მაღალი ხარისხი. მაგრამ, სასამართლოს სჭირდებოდა ეს მაღალი ხარისხი არა მარტო იმიტომ, რომ იურიდიულად ყოფილიყო გაწერილი კანონებში, არამედ იმიტომაც, რომ ამ პრობლემებს მისცემობდა შესაბამისი შეფასება, ეს თემები გამხდარიყო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ეს პროცესი პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, სულ უფრო მეტად ხდება იმის გააზრება, რა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მუშაობს ბათუმში, რამდენად მნიშვნელოვან და დრამატულ როლს თამაშობს ეს ინსტიტუტი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)