07:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 15:04:43, 749 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა კაციტაძე: ხათუნა ლაგაზიძის განცხადებები მისი ქმედებების საწინააღმდეგოა

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ის ხათუნა ლაგაზიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებს.

„გაერთიანების შემდგომ ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, მე ვერ გავიზიარებ. ლაგაზიძე თავად იყო დასავლეთ საქართველოს, აჭარის, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის ერთ-ერთ მთავარი მონაწილე. აქედან გმაომდინარე, ეს შეფასებები არანაირად არ ჯდება მის ქმედებაში. სხვა მხრივ, როდესაც ქალბატონი ხათუნა კრიტიკულად საუბრობს პაატა ბურჭულაძის პარტიის დღევანდელ პარტნიორებზე, სადაც „ახლა მემარჯვენეებზეა“ საუბარი, იქ ყველას მეტი სიფრთხილლისკენ მოვუწოდებ“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კაციტაძე.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძე „გირჩზე“ გაიყიდა და პარტიის სიის ფორმირებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მიიღეს მონაწილეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics