|
2016-09-09 14:17:01, 1271 ნახვა
სამართალი
„პატრიოტთა ალიანსის" წევრები და თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორები გოგი მარგველაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, მერაბ ჭიქაშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორების განცხადებით, უნივერსიტეტში ფალსიფიცირებული დიპლომების გაცემა ამ დრომდე გრძელდება. მათი განცხადებით, ფალსიფიცირებული დიპლომების გაცემის პროცეში ჩართულია როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ასევე კულტურის სამინისტრო. ჭიქაშვილის თქმით, ფალსიციფირებული დიპლომები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ აღმოაჩინა, როდესაც პირი საზღვარგარეთ გადიოდა. „თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტში გაცემულია ფალსიფიცირებული დიპლომები. რას ნიშნავს ეს ? უნივერსიტეტის რექტორი და მისი გარემოცვა გასცემს დიპლომებს, როგორც ნამდვილს, ასევე ფალსიფიცირებულს. არცერთი დიპლომი სახლემწიფო სტანდარტებს არ ატარებს. აღნიშნული დიპლომები აღმოაჩინა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, როდესაც პირი გადიოდა საზღვარგარეთ. იქ აცნობეს, რომ დიპლომი არ იყო ნამდვილი. დიპლომის გაყალბების საქმე პროკურატურაში ორჯერ შევიდა, თუმცა საქმე ბოლომდე არასოდეს მისულა“,-დასძინა პროფესორმა მანანა მიქაუტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)