|
2016-09-09 14:13:37, 864 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო (ვიდეო)
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა ახალაძე და მთავრობის სხვა წევრები. "მინდა მივესალმო დამსწრე საზოგადოებას და პირველკურსელებს მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. დღეს თქვენ შემოხვედით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში. ბათუმის აკადემია-ეს არის ჩვენი კუთხის სავიზიტო ბარათი, ჩვენი რეგიონის მომავალი. თქვენ ეუფლებით პროფესიას, რომელსაც შეაქვს ძალიან დიდი წვლილი ჩვენი კუთხის, ჩვენი რეგიონის განვითარებაში. დღეს ბათუმის აკადემია აღჭურვილია თანამდეროვე ტექნოლოგიებით. აქ ასწავლიან ჩვენი არაჩვეულებრივი, კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები . თქვენ მიიღებთ განათლებას, რომელიც გამოგადგებათ თვენს მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს ამ საამაყო პროფესიის დაუფლებაში!", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში 2200 სტუდენტი სწავლობს. აკადემია ამზადებს არა მხოლოდ ოფიცრებს, არამედ რიგით მეზღვაურებს სასწავლებელთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში (ერთ წლიანი უფასო სწავლება), რაც ეხმარება კურსდამთავრებულს, მოკლე დროში დაეუფლონ აღნიშნულ კვალიფიკაციას. საზღვაო აკადემიის სტუდენტის დასაქმების არეალი არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა. აკადემიის კურსდამთავრებულთა საშუალო დასაქმების მაჩვენებელი 75 პროცენტია. ქართველი მეზღვაურები, ძირითადად, დასაქმებულნი არიან ევროპულ და აზიურ გემთმფლობელ გემებზე. წელს, სასწავლებლმა სანავიგაციო ხიდურისა და გემბანის საწყისი ცნებების აუდიტორიები შეიძინა. სანავიგაციო ხიდური საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში დაეხმარება. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით და იგი წარმოადგენს საზღვაო ფლოტის სხვადასხვა დონის სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიცირების ცენტრს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 მილიონი ლარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში დამატებით გამოყო დაახლოებით 400 000 ლარი. ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 15,000 მეზღვაურია. საქართველოს ბიუჯეტში, ქართველ მეზღვაურებს, წლიურად, დაახლოებით 150-180 მლნ. ლარი შემოაქვთ.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)