|
2016-09-09 10:55:42, 1436 ნახვა
სამართალი
ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მოქალაქეები - გოგიტა უბილავა და ნუკრი პერტახია დააკავა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზედაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომში იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთების შესაძენად. შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის გზით კი იღებდნენ ფინანსურ სარგებელს“, - ნათქვამია განცხადებაში. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)