|
2016-09-08 17:22:23, 719 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ბათუმის მერთან ერთად მშენებარე ახალი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად მშენებარე ახალი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. სამუშაოები თებერვალში დაიწყო და მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით ტერიტორია შემოისაზღვრება ბეტონის ღობით, ეზოში დაიგება ბეტონის ფილები, გაკეთდება გაზონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბაღის ეზოში დაირგვება ხეები და გაშენდება დეკორატიული ბუჩქნარი. გათვალისწინებულია ასევე საჩრდილობლებისა და ატრაქციონების დამონტაჟება. ეზოში მოეწყობა 4 სათამაშო მოედანი, დამონტაჟდება გარე განათება. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად N1 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მათთან ერთად იმყოფებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილეები: სულიკო თებიძე, ლადო მგალობლიშვილი და მთავრობის სხვა წევრები. 2015 წელს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სკოლის შიდა ეზოში, სკოლის მიმდებარედ დაეწყო ახალი კორპუსის მშენებლობა. არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა დამოუკიდებელი, 4 სართულიანი შენობა, რომელიც 300 მოსწავლეზეა გათვლილი. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდა საკლასო ოთახები, ხოლო მეოთხე სართულზე სპორტული და სააქტო დარბაზები. მოეწყო სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. შენობაში დამონტაჟდა სამგზავრო ლიფტი. ამ დროისათვის მიმდინარეობს შიდა ინტერიერის სამუშაოების დასულებითი ეტაპი. ფასადის სამღებრო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა. „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ბილდ მენეჯმენტს" შორის 2015 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ ქ.ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების (2015-2016 წელი) სახელმწიფო შესყიდვაზე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)