07:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:23:10, 701 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

 წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა  სოფლებში: გუდაური, კობი, ყანობი, ხურთისი, ფხელშე, გორისციხე.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მტკნარი და მჟავე წყლების წარმოების ინდუსტრიაში. ჩვენს მიერ მიღებული „მთის განვითარების კანონი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთის საწარმოების შექმნას და მოხევეების დასაქმებას. კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების სიმრავლე დაეხმარება ყაზბეგს კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისათვის. დაბა სტეფანწმინდა და მისი მიმდებარე სოფლები, კობი - გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, გახდება საქართველოს პირველი ოთხივე სეზონის კურორტი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics