06:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 12:43:10, 678 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე: აშშ-ის კონგრესმა ქართველებს აჩვენა, ვინაა ჭეშმარიტი მეგობარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, აშშ-ს კონგრესმა ქართველ ხალხს  ნათლად აჩვენა, თუ ვინაა მათი ჭეშმარიტი მეგობარი და რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, დეოკუპაცია, ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული განვითარება.

ეს განცხადება  ბარამიძემ აშშ-ს კონგრესის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა:

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ აშშ-ს კონგრესმა  ჩვენს  ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას  ნათლად  აჩვენა, ვინაა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, დეოკუპაცია, ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული განვითარება და რომ აშშ-ს კონგრესი კვლავ გააკეთებს  ყველაფერს და გვინდა, რომ  განსაკუთრებით ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შემდგომ,  ეს პროცესი დაჩქარდეს და გაძლიერდეს, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა, რაც იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  წინაპირობა  სწორედ საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანებისა და  იმ წინსვლისა, რასაც ელოდება ქართველი ხალხი“,-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics