|
2016-09-07 11:22:52, 813 ნახვა
საზოგადოება
იყავი წარმატებული, მიიღე დაფინანსება და დასაქმების ხელშეწყობა Cambridge Education House-საგან
ჩვენს ორ პროექტზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ვფიქრობ საჭირო და სასარგებლოა ჩვენი ახალგაზრდების წახალისებისათვის. სოციალური პროექტი, რომელიც წარმატებული და მონდომებული ახალგაზრდებისთვის შევქმენით. ვუწევთ სპონსორობას ახალგაზრდები ,რომლებიც არიან აქტიური, რომელთაც არ ეშინიათ გამოწვევების, იღებენ მონაწილეობას კონკურსებში და იმარჯვებენ, გვაქვს წამახალისებელი პროგრამა---დაფინანსების 100 და 50 % იანი ვაუჩერებით ვასპონსორებთ და ვაძლევთ სტიმულს შემდგომი წარმატებებისათვის.რადგან ჩვენ საზოგადოებას და ქვეყნის მშენებლობას ასეთი ახალგაზრდები სჭირდება.გვინდა სტიმული მივცეთ ახალგაზრდებს წარმატებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში სპონსორობა გავუწიეთ ევროპის ახალგაზრდული კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს დაგადავეცით სწავლის დავაფინანსეთ 100% და 50 % ვაუჩერები. მეორე და არანაკლებ საჭირო პროექტი პედაგოგთა გადამზადება -დასაქმების ხელშეწყობაა. მოგეხსენებათ ინგლისური ენის სწავლა-სწავლება პოპულარულია დღეს საქართველოში. ინგლისური ენის სპეციალისტებიც და ისინი,ვინც საზღვარგარეთ ისწავლა სხვადასხვა პროფესია და კარგად ფლობენ ინგლისურს, (მაგრამ არ იციან სწავლების თანამედროვე მეთოდების,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა), სურთ ეს ცოდნა გამოიყენონ და შემოსავლის წყაროდ აქციონ. ასევე დამათავრებელი კურსის სტუდენტები,რომლებიც იწყებენ კარიერულ წინსვლას და სჭირდებათ გამოცდილება და დახასიათება.სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პროგრამა პედაგოგთათვის.რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შედგება.თუმცა ცალ ცალკეც შეიძლება მისი გავლა. თეორიული ნაწილი მოიცავს კემბრიჯის პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ პროგრამას,სადაც ისწავლება ინგლისური ენის სწავლების ძირითადი მეთოდები,აქტივობები,ტერმინების განმარტება.პროგრამა მაქსიმალურადაა დატვირტული პედაგოგისთვის საჭირო აქტივობებით,მასალით.მეცადინეობების დროს პარალელურად ვაძლევთ რეკომენდაციებს,რჩევებს, ესა თუ ის აქტივობა სად და როგორ გამოიყენონ, უკეთესი შედეგებისთვის. გვაქვს პრაქტიკული კურსიც. რომელიც მოიცავს ტრენინგ მოდულს--- გაკვეთილის დაგეგმვა, ძირითადი,წამყვანი მეთოდების მიმოხილვა. და შემდეგ ამ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ახორციელებენ ჩვენს სასწავლო ცენტრში. ამ პროგრამის გავლის შემდეგ ვაძლევთ ტრენინგის გავლის სერთიფიკატს და დახასიათებას,რომლშიც არის აღნიშნული რა გაიარა და რა უნარებს ფლობს მსმენელი,რომელიც ეხმარება დამწყებ პედაგოგს წარმატებით დასაქმებაში. ჩვენ ასევე ვთავაზობთ დასაქმების ხელშეწყობას,ჩვენს საგანამანათლებლო ცენტრშიც და ასევე ვთანამშრომლობთ სასწავლო ცენტრებთან და მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ ჩვენს გადამზადებულ პედაგოგებს. ჩვენ დავასაქმეთ რამდენიმე გადამზადებული პედაგოგი ჩვენთან. ჩვენი მისამართია ფალიაშვილის 14. ტ 598097311 593229384 სიახლეების გასაცნობად შემოგვიერთდით https://www.facebook.com/Cambridge-Education-House-451036288411030/?fref=ts
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)