07:19 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 16:48:24, 1378 ნახვა

სამართალი
ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე საფრანგეთში ან ლონდონში ვიდავებ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ის „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოში არ იდავებს, რადგან მისივე თქმით, აქ მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია.

„„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მე დავას საქართველოს სასამართლოებში არ ვაპირებ. მესმის, რომ ამ თემაზე საქართველოში მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამ თემაზე ან პარიზში და ან ლონდონში ვიდავებ. ამის შესახებ ქიბარ ხალვაში შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. შარშან ნოემბერში მე მას გავუგზავნე ოფიციალური შეტყობინებები, სადაც ვაფრთხილებდი, რომ მისი მხრიდან ჩემთან შეუთანხმებელი მოქმედების შემთხვევაში გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუწევდა ანუ კონტრაქტში გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა - 7 მილიონი დოლარი. მას შემდეგ რაც ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-დან 50%-ს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს გადაუფორმებდა, ესაა დარღვევა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics