|
2016-09-06 16:29:13, 1381 ნახვა
სამართალი
სოზარ სუბარი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას უარყოფს
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში კრიმინოგენური ვითარება გაუარესებული არ არის. მინისტრის განმარტებით, კრიმინალი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა საქართველო სტატისტიკის მიხედვით უსაფრთხო ქვეყნებში მეოთხე ადგილს იკავებს. "კრიმინოგენურ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარი ზედმეტია. კრიმინალი იყო ყოველთვის და კრიმინალი არის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამ წუთში რამე განსაკუთრებულ აფეთქებას ამ კუთხით ადგილი არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სამ დღეში ასეთი მძიმე ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდება და ამიტომ ვთქვათ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა, ალბათ არ იქნება სწორი. ყველა სტატისტიკით საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად სახელდება. ბოლო მონაცემებით საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება", - განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)