07:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:17:58, 710 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის ქუჩა რამდენიმე დღეში გაიხსნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

მათივე ცნობით, ამ მომენტისათვის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი იგება.უკვე დასრულდა საფეხმავლო ტროტუარებისა და ბეტონის ბორდიურების რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი. სამუშაოები 3500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუთაისის ქუჩაზე  წყალსადენის ქსელის მოძველებული 880 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ასევე, წყალარინების ქსელის 200 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი განაახლა. წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისათვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. აღნიშნული ღონისძიებები ქუთაისის ქუჩის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, ქუთაისის ქუჩა 25 ივლისს გადაიკეტა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები დროებით შეიცვალა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics