04:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:04:21, 674 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მივეხმაროთ, თორემ თვალსა და ხელს შუა ხელიდან გვეცლება

"პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა  მივეხმაროთ, თორემ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თვალსა და ხელს შუა ხელიდან გვეცლება",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"საქართველოს პარლამენტს დარჩენილი აქვს ერთი სხდომა ხვალ.იმედი მაქვს, კოლეგები ჩამობრძანდებიან ქუთაისში. დღეს ბიუროთი გავხნით სესიას, მაგრამ  ხვალ არის სხდომა. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, კონკრეტულად,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით, თუ დღეს კომიტეტები მოასწრებენ მუშაობას. გარდა ამისა, დღეს პარლამენტს შევთავაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დასანიშნად ბატონი ზაზა რუხაძის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი დანიშნავს თავის მხრიდან ორ წევრს, უზენაესი სასამართლო დანიშნავს ერთ წევრს. პარლამენტმა უნდა გავითავისოთ, რომ არის არა ჩვენი უფლება მხოლოდ, არამედ პასუხისმგებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს მივეხმაროთ, თორემ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თვალსა და ხელს შუა გვეცლება ხელიდან და ეს არის ძალიან მძიმე და გამოუსწორებელი შედეგების მქონე მომავალში",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics