07:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 12:46:43, 831 ნახვა

საზოგადოება
ონაშვილის ქუჩაზე მდებარე №37-ე ახალ ბაღში რეგისტრაცია 12 სექტემბერს დაიწყება

ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩის №1-ში მდებარე  №37-ე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების ელექტრონული რეგისტრაცია 12 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

მერიის ინფორმაციით, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.

№ 37 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო.  ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში  აღსაზრდელთა 12 ჯგუფი შეიქმნება, რომელთაგან 3 იქნება ბაგა. 

ორსართულიანი შენობა 2 300 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც სკოლამდელ განათლებას 450-მდე ბავშვი მიიღებს.

შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ამ ეტაპზე  ბაღში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები და სპორტულ-გასართობი მოედნების მონტაჟი მიმდინარეობს.

გარდა აღნიშნული ბაღისა,  მიმდინარე წელს თბილისში ოთხი ახალი ბაღი გაიხსნა, კიდევ ორის გახსნა კი უახლოეს კვირებში იგეგმება.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics