06:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 11:49:34, 620 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდანვე ერთდროულად 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ადგილზე ეცნობა მიწის მასისგან გაწმენდით სამუშაოებს სოფელ თხილნარში, ერგეში და ახალსოფელში.

4 სექტემბრის ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული მოვლენები გამოიწვია ამდენიმე სოფელში. ახალსოფელსა და თხილნარში ჩახერგილია ცენტრალური გზები, გარე სამყაროსაა მოწყვეტილი 12 ოჯახი. დატბორილია სოფელ ახალსოფლის ცენტრი.

სოფელ ახალსოფლის და ავგიის დამაკავშირებელ გზაზე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან ჩამოწვა და ზოგან განმეორდა მეწყერი. მსგავსი მდგომარეობაა სოფელ სარფში კალენდერეს გზაზე.

მთელი ღამის განმავლობაში შპს „ბათუმის წყლის" მობილურმა ჯგუფებმა გუშინ მოსული უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. ჩამოწოლილი მეწყრის პირველადი დასუფთავებითი სამუშაოები გუშინვე განხორციელდა, ხოლო დღეს დამეწყრილი ტერიტორიის კაპიტალურად გაწმენდა მიმდინარეობს.

ბოლო დღეების განმავლობაში სპეცტექნიკის მეშვეობით გონიოში, კერძოდ, მუსხელიშვლის, ავგიის, აფსაროსის, სვიმონ კანანელის ქუჩებსა და იოანე ლაზის I შესახევევში ღია სანიაღვრე არხები გაიწმინდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics