|
2016-09-05 10:18:41, 1647 ნახვა
სამართალი
სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი პატიმრობის გამოყენების საფუძველს ვერ ხედავდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბადრი ნათობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ სოსო ჯოხაძეს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)