|
2016-09-04 10:32:29, 701 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და ავარიული კორპუსის მცხოვრებლები, რომლებსაც თბილისის მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ვარკეთილის მესამე მასივის მცხოვრებლებს წარედგინათ შეთავაზება საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ დამუშავებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული ინვესტორებისთვის მოქნილი პირობებია, ავარიულის ნაცვლად ახალი კორპუსები ააშენონ და მოსახლეობა დაკმაყოფილდეს. ამ მიზნით, მესამე მასივში შერჩეულია 3 ჰექტარი მოცულობის მუნიციპალური ტერიტორია, სადაც აღნიშნული მშენებლობები უნდა განვითარდეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს 3 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავება, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პირობიანი აუქციონის გამოცხადება. „დღეს გვქონდა შეხვედრა თბილისის მერიაში ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობასთან. ჩვენ გვქონდა საინტერესო შეთავაზება მათთვის, რაც გულისხმობს არსებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას და ინვესტორისთვის ისეთი პირობების შეთავაზებას, რომლის სანაცვლოდაც ის ააშენებს ახალ კორპუსს, სადაც ამ ადამიანების გადაყვანა მოხდება. პროექტი დამუშავების პროცესშია და ინვესტორებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მომავალი წლიდან საკონკურსო პირობებით ამოქმედდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. თბილისის მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული თემა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. „არჩევნებთან დაკავშირებით ეს საკითხი აქტუალური გახდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია უპასუხისმგებლოდ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, ისინი ამ პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა ეს ასე მარტივი არ არის. ამას სჭირდება დრო. დღეს ჩვენი საქმიანი შეხვედრა ემსახურება არა რაღაც იდეების წარმოდგენას, არამედ კონკრეტულ შეთავაზებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)