|
2016-09-04 10:11:45, 1362 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელა. "კერძოდ, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ყ. თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ცალი თეთრი ფერის აბი და 2 ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა. გიორგი ყ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 24 ცალი ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს ნარკოტიკული საშულებებების: მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)