|
2016-09-02 18:58:13, 997 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო ფორუმზე
სასტუმროში ,,ჰილტონში" ლტოლვილთა დანიის საბჭომ, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით, საინფორმაციო ფორუმი გამართა. ფორუმზე ორგანიზატორებთან ერთად სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გორგილაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ვიზიტორებს შესთავაზა საინფორმაციო–საგანმანათლებლო მასალები და ინფორმაცია ჯანდაცვის სერვისების შესახებ, რომელსაც მიმდინარე წელს ახორციელებს. საინფორმაციო ფორუმზე აჭარის რეგიონში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილებს, ეკო-მიგრანტებს და ადგილობრივი მასპინძელი თემის წარმომადგენლებს შესთავაზეს ინფორმაცია საარსებო წყაროების გაზრდასთან დაკავშირებით, კერძოდ: ვაკანსიები, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, არაფორმალური განათლების, სტაჟირების, კვალიფიკაციის ასამაღლებელ გაცვლით პროგრამები, ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერ სერვისები და სახელმწიფო პროგრამები. საინფორმაციო ფორუმზე თავიანთ პროდუქცია/სერვისი წარადგინა 30-ზე მეტი ორგანიზაციამ.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)