05:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:16:27, 1390 ნახვა

საზოგადოება
გივი აზაურაშვილი: იუსტიციის სახლის სტუმრებისათვის პარკინგი უფასო დარჩა

იუსტიციის სახლის აღამასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

აზაურაშვილის  განმარტებით, ავტოპარკინგი იუსტიციის სახლში მიმსვლელებისთვის, ფაქტობრივად,  უფასო დარჩა,  რადგან 45 წუთამდე თანხის გადახდა არავის უწევს:

" იუსტიციის სახლში მომსვლელ ადამიანს მანქანის გასაჩერებელი საკმარისი რაოდენობის ადგილი უნდა ჰქონდეს პარკინგზე,  რომ პარკინგი იყოს მოწესრიგებული და მეტად უსაფრთხო. ესაა მთავარი მიზანი. ამისათვის იუსტიციის სახლმა გამოაცხადა საჯარო აუქციონი. საჯარო აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა და ახლა ის კერძო კომპანია ახორციელებს ამ პარკინგის მართვას. მთავარი ასევე არის ის, რომ იუსტიციის სახლის სტუმრებისათვის, დიდი უმრავლესობისათვის, პარკინგი დარჩა უფასო. გამომდინარე  იქიდან, რომ 45 წუთამდე პარკინგზე დგომა არის აბსოლუტურად უფასო",-განუცხადა  "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სახლის  აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი ფასიანი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics