|
2016-09-01 18:04:48, 630 ნახვა
პოლიტიკა
რომან მუჩიაშვილი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პატარა ჩაილურის, დიდი ჩაილურისა და მანავის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განცხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა. "საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზიფიცირებულია თითქმის ყველა სოფელი, ხოლო დარჩენილი სოფლები 2017 წლის ბოლომდე გაზიფიცირდება. იგება გზები, რეაბილიტაცია უტარდება არაერთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ასევე დაინერგა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, ამის მიუხედავად გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს", - განაცხადა რომან მუჩიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)