|
2016-09-01 15:55:36, 1026 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-აგვისტოში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 655,3 მილიონი ლარი შეადგინა
2016 წლის იანვარ-აგვისტოში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 655,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 504 მილიონი ლარით, 9.8%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის 9 თვის გეგმის - 89,0%, ხოლო წლიური გეგმის 65,1%-ია. შედარებისთვის, 2015 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის ფაქტიურმა მაჩვენებელმა 9 თვის ფაქტიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 87,2%, ხოლო 12 თვის მაჩვენებელთან მიმართებაში - 57,5% შეადგინა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 177,7 მილიონი ლარი, რაც 310,3 მლნ ლარით, 6,4%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის 9 თვის გეგმის 88,8%, ხოლო წლიური გეგმის 64,9%-ია. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის ფაქტიურმა მაჩვენებელმა 9 თვის ფაქტიურ მაჩვენებელთან მიმართებაში - 86,9%, ხოლო 12 თვის მაჩვენებელთან მიმართებაში 64,5% შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 2016 წლის იანვარ-აგვისტოში შეადგინა 6 მილიარდ 400 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 83,9%, ხოლო წლიური გეგმის 63,1%-ია. 2016 წლის პირველ 8 თვეში დახარჯულია 384,6 მლნ ლარით (6,4%-ით) მეტი 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)