|
2016-08-31 18:54:56, 1105 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ახმეტისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა სამხარაულმა ამომრჩეველთან შეხვედრები პანკისის ხეობის სოფლებიდან დაიწყო. ახმეტის მაჟორიტარი ომალოს, ხალაწანის, ბირკიანის, ჯოყოლოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოციალურ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. გელა სამხარაულმა განსაკუთრებული ყურადღება ძლიერი ადგილობრივი თვითმართველობების ფუნქციონირების აუცილებლობასა და „მთის კანონის“ მიღების შედეგად გამოწვეულ პოზიტიურ პროცესებზე გაამახვილა. მისი თქმით, ის სოციალური და საგადასახადო შეღავათები, რაც კანონის ამოქმედებით პანკისის ხეობასა და ზოგადად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებლებზე გავრცელდა, სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი გახდება. გელა სამხარაულმა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. „მე, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, რომელსაც უკვე 4 წელია ვახორციელებთ, შესაბამის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენს გლეხს, ფერმერს თუ მეწარმეს, ადგილობრივი წარმოების განვითრებისთვის ყველანაირი წინაპირობა უკვე შექმნილი აქვს. მსგავს პროექტებში ჩართულობა თითოეული ოჯახისა და მთლიანად სოფლის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ზოგადად, პანკისის ხეობაში, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც სოფლების ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ადგილზე არსებულ რესურსს გამოავლენს და განავითარებს“,- განაცხადა გელა სამხარაულმა. “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრები გამართა სოფლებში- ჰერეთისკარი,საქობო,მშვიდობიანი,ვარდისუბანი ,თამარიანი და ჭიაური. შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. მაჭარაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფ ტემპში გაგრძელდეს. „მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული,სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულობით არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს;იგება გზები,სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი,ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ არაერთ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ლაგოდეხის განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი,რაც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა. (NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)