|
2015-03-10 15:33:36, 956 ნახვა
საზოგადოება
სსდ ცენტრის დირექტორი მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ესტუმრა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად ქედას, შუახევისა და ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ესტუმრა. სსდ ცენტრის დირექტორმა ავტოპარკის განახლების შემდეგ გამოძახებებისა და სასწრაფოს მუშაობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია რაიონული მენეჯერებისგან მიიღო. როგორც მან აღნიშნა, ტექნიკური გადაიარაღება სასწრაფოს გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბევრი რამ შეიცვალა. ავტოპარკი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა, 180 სპეც-ავტომობილით განახლდა. პერსონალს გადაეცა ახალი ფორმები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. ამასთანავე, მათ ამ ხნის განმავლობაში პირველად მიეცათ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და გასულ წელს ასევე პირველად მიიღეს მე-13 ხელფასი“, - განაცხადა თეიმურაზ ხარაშვილმა. ისევე როგორც მთელი ქვეყნის, ქედას, შუახევისა და ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრებიც აღიჭურვა. პირველ ეტაპზე მათ ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები გადაეცა. სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს დაურიგდა ცენტრის ბრენდის ფერებში გადაწყვეტილი უნიფორმები. სასწრაფო დახმარების პერსონალის ზამთრის ფორმის კომპლექტაცია სვიტერის, ქურთუკის და შარვლისგან შედგება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფა გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას ისახვს მიზნად.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)