|
2016-08-31 14:32:39, 1316 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ახალი პროექტით განხორციელდება
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ახალი პროექტით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენრეგტიკის მინისტრმა კახი კალაძემ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მთავრობის 9 აგვისტოს გადაწყვეტლებაზე, რომლის მიხედვითაც შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 22 თვეში უნდა დასრულდეს. „ამასთან დაკავშირებით, ბახტაძემ ვრცლად გააკეთა განცხადება, რომ პირველადი პროექტი, რომელიც არსებობდა, არ იყო მიზანშეწონილი განხორციელებულიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო წარმოდგენილი. ჩატარდა კვლევა და ახალი წარმოდგენილი პროექტით მოხდება ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახი კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)