23:52 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 14:28:01, 671 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე არც ერთ ენერგეტიკულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე არც ერთ ენერგეტიკულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ კახი კალაძემ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეიძლება შეფერხდეს რომელიმე პროექტი, რუსეთ-ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული თანამშრომლობის გამო, კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი საფრტხე ამ პროექტს არ ემუქრება. 

„საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგადად ამ პროექტების  ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გეგმისა და გრაფიკის  მიხედვით მიმდინარეობს. 2018-2019 წლიდან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები ამ პროექტიდან“, - განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას. 

„ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ხაზი გაესვა ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ჩვენს მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც წლებია, არსებობს ქვეყნებს შორის. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და მეგობრული გახდება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics