23:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 10:13:53, 614 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტერიალი  ქალაქ პოტსდამში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაიმართება.

არაფორმალურ მინისტერიალს ეუთო-ს თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობს.  შეხვედრის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

მინისტერიალის  ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics