|
2016-08-30 16:06:37, 1323 ნახვა
სამართალი
ელენე თუშიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ დიმიტრი მასპინძელაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დიმიტრი მასპინძელაშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში დამნაშავედ სცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს, შუადღის საათებში, დიმიტრი მასპინძელაშვილი, მეუღლესთან ი.მ-სთან და გერთან - 6 წლის გ.მ-სთან ერთად, ქ. თელავში მივიდა თავის ნაცნობთან ელენე თუშიშვილთან და 50 ლარი სთხოვა. ელენე თუშიშვილმა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა არ გააჩნდა, ფულის სესხებაზე დიმიტრი მასპინძელაშვილს უარი განუცხადა, რის გამოც უარის მიღებით განაწყენებულმა დიმიტრი მასპინძელაშვილმა შურისძიების მიზნით ელენე თუშიშვილის მოკვლა განიზრახა. 2015 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე დიმიტრი მასპინძელაშვილი კვლავ მივიდა ელენე თუშიშვილის სახლში, მისი საძინებელი ოთახიდან აიღო ნაჯახი და განზრახ მოკვლის მიზნით ელენე თუშიშვილს თავის არეში ჩაარტყა, დანაშაულის ჩადენის იარაღი წაიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა. ელენე თუშიშვილი მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით, დიმიტრი მასპინძელაშვილი მეუღლესთან და გერთან ერთად შემთხვევის ადგილას დაბრუნდა, ელენე თუშიშვილის ტელეფონიდან დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ელენე თუშიშვილის გვამი მისივე საცხოვრებელ სახლში ნახა და დახმარება ითხოვა. სამართალდამცველებმა დიმიტრი მასპინძელაშვილი 2015 წლის 4 დეკემბერს ქ.თელავში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ დიმიტრი მასპინძელაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)