|
2016-08-30 14:52:15, 925 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მოაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მოაგო. უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მტავრობის პრესსამსახურმა აცნობა, სკვერში დაკარგულ მებრძოლთა ახლობლები და ნათესავები იმყოფებოდნენ. ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს ორგანიზებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი უწევს. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა და ფართო საზოგადოების იმ შედეგების შესახებ ინფორმირებაა, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს. ცნობისთვის, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)