23:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 12:49:13, 1071 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ამომრჩევლები დებილები არიან

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველი ამომრჩევლის ქცევას აფასებს და აცხადებს, რომ ხალხს მმართველი გუნდის დაპირებები უნდა აინტერესებდეს და არა 2-3 კაციანი პარტიების პროგრამები.

„ჩვენმა ელექტორატმა უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური პარტიების დაპირებები და მათი შესრულება. პოლიტიკური სუბიექტი დაპირებას შეასრულოს თუ უმრავლესობით მოვა და შეძლებს ჩანაფიქრი  რეალურად განახორციელოს. ივანიშვილი 4 წლის წინ ამბობდა, რომ მას 60% ჭირდებოდა, რათა პარლამენტში უმრავლესობა ყოლოდა,  მთავრობა შეექმნა და დაპირებები შეესრულებინა. რა ბერკეტი აქვს იგივე პაატა ბურჭულაძის 7%-იან პარტიას, რომ პარლამენტში მოხვედრისას დაპირებები შეასრულოს - არანაირი. პარტიას 40% მაინც უნდა ქონდეს, რომ პარლამენტში სოლიდური ფრაქციით შევიდეს. მმართველი პარტია, სავარაუდოდ, უმრავლესობით მოვა. 4-5 კაცს რომ გაიყვან პარლამენტში იქ დაპირება როგორ უნდა შეასრულო? ჩვენთან ევროპული, მხოლოდ რიტორიკაა და სხვა არაფერი“, - აცხადებს ცინცაძე.

მისივე თქმით, ამომრჩევლები პოლიტიკურ გამომძალველებად იქცნენ.

„ჩვენი ამომრჩევლები დეგენერატები და დებილები არიან. არ შეიძლება, ერთ არჩევნებში 80%-ით გამარჯვებულ პარტიას, შემდეგ არჩევნებზე 70%-ით უკან წევდე. ამომრჩევლები უკვე არიან გამომძალველები და ხელისუფლებისგან საჩუქრებს ელიან“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics