|
2016-08-30 10:11:23, 652 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს კნუტ ფლეკენშტეინი ეწვევა
29-30 აგვისტოს, საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი ეწვევა. 30 აგვისტოს, 10:30 საათზე, კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძესა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრებს შეხვდება. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კნუტ ფლეკენშტეინი და კახა კალაძე მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 30 აგვისტოს დაგეგმილია შეხვედრები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთანაც. 12:30 საათზე ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდება. 17:00 საათზე, კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ გლდანის საარჩევნო შტაბს, 18:30 საათზე კი ნაძალადევის შტაბს ეწვევა. კნუტ ფლეკენშტეინი ვიზიტი მიზნად ისახავს წინასაარჩევნო გარემოს გაცნობასა და შეფასებას. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, „ქართული ოცნებისა“ და ევროპის სოციალ-დემოკრატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის თემები. საუბარი წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორი სოციალ დემოკრატების მიერ ამ პროცესის ხელშეწყობის შესახებ.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)