|
2016-08-29 19:03:50, 1350 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თარით ჩაგუნგვატას შეხვდა. თავის მხრივ ელჩმა აღნიშნა რომ, ბოლო წლებში საქართველოში ტაილანდიდან ტურისტული ნაკადი გაიზარდა, რაც საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმზიდველობისა და საინტერესო ტურისტული მარშრუტების დამსახურებაა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ქართული პროდუქციის ტაილანდის სამომხმარებლო ბაზარზე შეტანისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამ კუთხით ხაზი გაესვა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ტაილანდში ექსპორტის პერსპექტივებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)