|
2016-08-29 16:11:38, 960 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მალე ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა აღიკვეთება
"ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ძალიან მალე აღიკვეთება",-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. კობახიძის თქმით, აღკვეთაში რაიმე რეპრესიულ ფორმებს არ გულისხმობს. მისი განმარტებით, განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა იმ დონეზე, რომ ბილწი სიტყვის გამოყენება სატელევიზიო სივრცეში არავის მოუნდება. "ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ჩვენი პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო კულტურის განვითარება. დღეს რაც ხდება ჩვენთან, სატლევიზიო სივრცეში, ნატა ფერაძის სახით, ალეკო ალისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა. ეს ძალიან მალე მოხდება. ბუნებრივია, არანაირ რეპრესიულ ფორმებზე არ ვსაუბრობთ, განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა იმ დონეზე, რომ სატელევიზო სივრცეში მსგავსი რამ აღარ მოხდება, არავის ამის სურვილი აღარ გაუჩნდება. კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევაზე არ ვგულისხმობ, საუბარია მხოლოდ კულტურის განვითარებაზე",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ალეკო ელისაშვილი 2012 წალმდე "ნაციონალური მოძრაობის" პროექტებს ახორციელებდა და ნატა ფერაძეც მისი თანამოაზრეა. "ელისაშვილის ამოცანა გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის შეფუთვა. მათ რაიმე პრინციპული წვლილი არ შეუტანიათ საქართველოში მდგომარეობის გაჯანსაღებაში",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)