|
2016-08-29 09:46:36, 644 ნახვა
საზოგადოება
ცოტნე ზურაბიანმა მარიამობა წყალტუბოში ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ასამდე ახალგაზრდასთან ერთად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს დაესწრო. „მიხარია, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ჩემთან ერთად აღენიშნათ დღევანდელი დღე. რამდენიმე ათეული ადამიანი წყალტუბოს სხვადასხვა სოფლიდან სპეციალურად ჩამოვიდა. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. ეს ახალგაზრდები განაპირობებენ წყალტუბოს ხვალინდელ დღეს, ამიტომ მე მათთან ერთად ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – ამბობს ცოტნე ზურაბიანი. პარაკლისის დასრულების შემდეგ მოეწყო ლაშქრობა. ლაშქრობის ბოლო წერტილი მდინარე ყუმი იყო, სადაც ახალგაზრდებმა მცირე პერფომანსი გამართეს. შეგახსენებთ, რომ ტაძარში თვეებია არ ჩატარებულა პარაკლისი, ხოლო ბოლოს წირვა ლოცვა 30-იან წლებში აღევლინა. სტეფანე პირველმოწამის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება. ამჟამად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძრის რესტავრირება 1 თვის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)