|
2016-08-28 11:25:05, 1387 ნახვა
სამართალი
შსს-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ქრისტიან მალანგა ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაცნობა იყო. "დელეგაციის წევრების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განხორცილებული რეფორმები წარმოადგენდა. ამ მიზნით, დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - „112“ ეწვია. კონგოელი სტუმრები შსს-ს აკადემიის სასწავლო პროცესს, ასევე, მომსახურების სააგენტოსა და მეხანძრე-მაშველების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სპეციალურად მათთვის რამდენიმე პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების საქმიანობას ასახავდა",-აცხადებენ შსს-ში. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა ვიზიტი საქართველოში ბრიტანული ორგანიზაცია „Enterprise and Parliament Dialogue International“-ის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)