|
2016-08-27 17:59:19, 1436 ნახვა
სამართალი
სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის თქმით, პარტიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით 2 დღის ვადაში შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ”რესპუბლიკური პარტია” სარჩელით ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთნა. ცნობისთვის, თინა ხიდაშელის თქმით, ცესკოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე, 145-ე მუხლებს და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის დადგენილებას, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საარჩევნო სუბიექტები შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ნომერს ინარჩუნებენ პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)