|
2016-08-26 21:48:11, 769 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი განიხილება, ჭორია
"ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი განიხილება, ჭორია" - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში, თბილისში 560 000-ზე მეტი ხე დაირგო. “ამ დროისთვის 560 000-ზე მეტი ხეა დარგული. გახარების მაჩვენებელი, მინიმუმ, 80%-ია. თუმცა, კონტრაქტორ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ შემხმარი ხეები ჩაანაცვლონ. მათ ხეების სამწლიანი მოვლა-პატრონობის ვალდებულება ექნებათ. კომპანიებმა შესაბამისი ტერიტორია უნდა გააფხვიერონ და წლის განმავლობაში, ხეები მინიმუმ 20-ჯერ უნდა მორწყონ. შემოდგომაზე 80 000-მდე ხის დარგვას ვფიქრობთ, რისთვისაც, ტენდერი უკვე გამოცხადებულია”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და, რომლებიც მერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. “არსად, არასდროს არ მომხდარა, რომ ქალაქის მერს 100%-იანი ნდობა ჰქონდეს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც ვაშენებთ, თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას აქვს. განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ და ბევრჯერაც გაგვითვალისწინებია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)